კულტურის სოციოლოგია

კულტურის სოციოლოგია
თანამედროვე კულტურის სოციოლოგია ხშირად ეყრდნობა ანთროპოლოგიას, ისტორიას, ფემინისტურ, მედია, კულტურულოგიურ კვლევებს, ლიტერატურ კრიტიკას, პოლიტიკურ მეცნიერებას და სოციალურ ფსიქოლოგიას. კულტურის სოციოლოგიაში მუშაობა გულისხმობს ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებას, რაც საშუალებას გვაძლევს შემოქმედებითად მოვეკიდოთ ჩვენი შესწავლის საგანს. თანამედროვე კულტურის სოციოლოგიაში გამოიკვეთა სამი მიმართულება. თითოეული მათგანის შესწავლის საგანია მნიშვნელობის განმსაზღვრელი პროცესები სხვადასხვა ანალიტიკურ დონეზე.ესა თუ ის მნიშვნელობა შეიძლება არ იყოს გაზიარებული ან ლოგიკური მოცემული ჯგუფის თუ მთლიანად საზოგადოების ყველა წევრისთვის. საერთო ნორმები, ღირებულებები, კოგნიტური ჩარჩოები და მოქმედების აღიარებული გზები არ შეიძლება იყოს ყველასთვის გამჭვირვალე და სწორხაზოვანი. არამედ, გამომდინარე კონტექსტიდან ინდივიდები და სოციალური ჯგუფები ეყრდნობიან მოცემული მნიშვნელობების სიმბოლურ რეპერტუარებს. თუმცა, ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა დროს შეიძლება განსხავებულ ქმედებებს ირჩევდეს ან კიდევ სხვადასხვა ხალხი ერთსა და იმავე კონტექსტში არ დაეყრდნოს ანალოგიურ სიმბოლოებს. მეორე ხაზი შეისწავლის მნიშვნელობის განსაზღვრის პროცესებს, რომლებიც გვხვდება ინსტიტუციურ სფეროებში ან კულტურული პროდიუსერების ქსელებში. ეს მიდგომა კულტურას განიხილავს როგორც სოციალურ პროდუქტს და ხაზს უსვამს სპეციფიკურ კონტექსტებს, სადაც ვხვდებით კულტურულ წარმოებასა და ინოვაციას. აქ განიხილება, თუ როგორ იქმნება კონკრეტულ ორგანიზაციულ კონტექსტში ხელოვნება ან კიდევ, თუ როგორ ხდება მუსიკის გარკვეული სტილის გავრცელება, ან მეცნიერების პრაქტიკაში დანერგვა. ყოველივე ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას შეიძლება ახდენს კულტურული პროდუქტის შექმნაზე. მაგალითად, მოგვიანებით საუბარი გვექნება პოსტმოდერნისტული არქიტექტურის განვითარებაზე, წარმოადგენს თუ არა ის კონკრეტული პროფესიული გარემოს პროდუქტს, თუ უფრო ფართო მასშტაბის მსოფლიო ისტორიული ცვლილებებით არის განპირობებული. მუსიკის სფეროს რაც შეეხება, პეტერსონის მიხედვით, როკ მუსიკის წარმოშობა მიეწერება ინდუსტრიაში მომხდარ ცვლილებებს და არა დემოგრაფიულ აფეთქებას. მესამე მიდგომა კულტურის სოციოლოგიაში გამოიძიებს მნიშვნელობის განმსაზღვრელ პროცესებს „ტექსტში“, ეყრდნობა ტექსტუალურ ანალიზს, რაც უფრო ახლოა ჰუმანიტარული მეცნიერებებთან, ვიდრე კულტურის სოციოლოგიასთან. კულტურული რეპერტუარები, ობიექტები და ტექსტები ანალიტიკურად ემიჯნება სოციალურ კონტექსტს და განიხილება როგორც შესწავლის დამოუკიდებელი ობიექტი. თუ კულტურას ენას შევადარებთ, მაშინ მასაც აქვს თავისი შინაგანი სტრუქტურა; რაც შეეხება მნიშვნელობების წარმოქმნას ამ შინაგან სტრუქტურას თანამიმდევრული ხასიათი აქვს. კულტურის სოციოლოგიები მიმართავენ სხვა დისციპლინების ანალიტიკურ საშუალებებს, რათა უკეთ და სიღრმისეულად იქნეს გაგებული კულტურის ესა თუ ის სტრუქტურა; მაგალითად, ცნებები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება შემდეგია: სიმბოლური კოდები, ნიშნების სისტემები, ჟანრები, ნარატივები. დისკურსიული ანალიზისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ტექსტუალურ ნიშან-თვისებებს იკვლევს, სოციოლოგები, რომლებიც ანალოგიურ მეთოდებს მიმართავენ, პარალელებს ავლებენ მოცემულ ტექსტუალურ ნიშან-თვისებებსა და იმ გზებს შორის რომელთა საშუალებითაც ინდივიდები გავლენას ახდენენ ამ ნიშან-თვისებებზე და, პირიქით, ექცევიან მათი გავლენის ქვეშ. მნიშვნელობის შექმნის პროცესის შესწავლა „საფუძველში“, „ინსტიტუციონალურ სფეროში“, და „ტექსტში“ არ გამორიცხავს ერთმანეთს და ანალიზი შეიძლება გაკეთდეს სამივე მეთოდის გამოყენებით. თუკი მნიშვნელობის წარმოებას განვიხილავთ როგორც სამივე დონეზე ერთდროულად მიმდინარე პროცესს, მაშინ ასეთი მიდგომა დაგვეხმარება გადავლახოთ კამათი იმის შესახებ, კულტურა თანხმობას ემყარება, თუ კულტურაიდეოლოგია ასახავს ძალაუფლების ურთიერთობებს. პირველ რიგში, „საფუძვლის“ მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ რეპერტუარების განხორციელება, როგორც სოციალურ ჯგუფებში და ჯგუფებს შორის არსებული სხვაობა და კონფლიქტი. თუმცა, ასეთი ტიპის ანალიზი ეწინააღმდეგება იმ შეხედულებებს კულტურის შესახებ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კულტურა არის იდეოლოგია – რადგანაც კულტურული რეპერტუარები, ინდივიდი, ისტორიული ცვალებადობა მიუთითებს იმაზე, რომ კულტურული ძალაუფლება არ არის ადამიანების მანიპულირება მათი ინტერესების შექმნის გზით. (ანუ მარქსის მიხედვით ცრუ ცნობიერების შექმნა). მეორე მნიშვნელობის შექმნა „ინსტიტუციურ სფეროში და ტექსტში“ გვეხმარება განვსაზღვროთ ვარიაციებისა და გაურკვევლობის წყაროები, რაც თავიდან აგვაცილებს შემდეგ ვისაუბროთ კულტურის კონსენსუსისა და იდეოლოგიური დომინაციის შესახებ.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное


Смотреть что такое "კულტურის სოციოლოგია" в других словарях:

  • პარსონსი ტალკოტ (1902-1979) — • პარსონსი ანსხვავებს ორ ძირითად პროცესს, რომელიც ხდება ნებისმიერ სოციალურ სისტემაში: ინტეგრაციული და კონტროლის პროცესები, რომლებსაც აქვს კომპენსატორული ეფექტი: ისინი აღადგენენ წონასწორობას დარღვევის შემდეგ, და იცავენ საზოგადოების განგრძობითობას… …   Georgian encyclopedia

  • გრამში ანტონიო — მისი ნაშრომების მიხედვით რევოლუციური და კლასებზე ორიენტირებულ თეორიის შესახებ მსჯელობა შეიძლება მოხდეს მარქსის გვიანდელი ნაშრომების მეცნიერული მეთოდოლოგიის ფარგლებს გარეთაც. გრამში მარქსიზმს უწოდებს „პრაქსისის თეორიას“. გრამშიმ თავისი კრიტიკული… …   Georgian encyclopedia

  • კონტექსტუალიზაცია — სხვადასხვა სტილისა და მიდგომის „შერევა“, რომლებიც ადრე ერთმანეთისგან გამოირჩეოდნენ (მაგ., არქიტექტურა, მოდა, რელიგია);თანამედროვე სოციალური თეორიის ფარგლებში, გონი, რაციო მოაზრებულია როგორც სოციალური თეორიის ეპისტემიოლოგიური საფუძველი და როგორც… …   Georgian encyclopedia

  • ინგლისური მუშათა კლასის შექმნა — ე. პ. ტომპსონის „ინგლისური მუშათა კლასის შექმნა“ წარმოადგენს ახალი კულტურული მარქსიზმის ყველაზე ცნობილ მაგალითს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ტომპსონთან არა მხოლოდ გრამშის გავლენა იგრძნობა, არამედ ვებერისა და დურკჰემისაც, იგი არა მხოლოდ… …   Georgian encyclopedia

  • ბარტი როლანდ — შვეიცარელ ლინგვისტ ფერდინანდ სოსურის ნააზრევზე დაყრდნობით შეეცადა გამოევლინა კულტურული ფენომენის თვითნებური ხასიათი და ყოველდღიური ცხოვრების დაფარული მნიშვნელობები. ბარტს არ აინტერესებდა კარგის ცუდისგან გამორჩევა თანამედროვე მასკულტურაში, არამედ… …   Georgian encyclopedia

  • კულტურისკენ შემოტრიალება — პროცესი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განსაკუთრებით კი კულტურულოგიურ კვლევებსა და კულტურის სოციოლოგიაში, ხაზს უსვამდა მნიშვნელობის ცენტრალურობას კულტურის განსაზღვრასთან მიმართებაში. ეს ფოკუსი „გაზიარებულ მნიშვნელობებზე“ შეიძლება ძალიან… …   Georgian encyclopedia

  • ტექნოკულტურა — მასობრივი კულტურისა და მომხმარებლური საზოგადოების ერთიანობას წარმოადგენს, სადაც სამომხმარებლო საგნები, კინო, ტელევიზია, მასობრივი იმიჯები და კომპიუტერიზირებული ინფორმაცია კულტურის დომინანტურ ფორმად გადაიქცევიან განვითარებულ მსოფლიოში და ასევე სულ …   Georgian encyclopedia

  • ენა — • შეიძლება ორგვარად ავხსნათ: 1) საზოგადოდ, ენა როგორც ნიშნურ სისტემათა გარკვეული კლასი; 2) კონკრეტულად, ეთნიკური ან იდიოეთნიკური ენა რეალურად არსებული ნიშნური სისტემა, რომელსაც იყენებენ რომელიმე სოციუმში, რომელიმე სივრცესა და რომელიმე დროში.… …   Georgian encyclopedia

  • დურკჰეიმი — დურკჰემიანისტულ მიდგომებში კულტურის მიმართ რელიგიას ძირითადი ადგილი ენიჭება. რელიგიაზე ფოკუსი შესაძლებლობას იძლევა ხაზი გავუსვათ სიმბოლური სისტემების კომპლექსურობასა და ავტონომიას. ფუნქციონალური და ვებერიანული თეორიებისაგან განსხვავებით,… …   Georgian encyclopedia

  • გოფმანი ირვინგ — თანამედროვე სოციოლოგიაში აღიარებულია წამყვან თეორეტიკოსად ინდივიდთა შორის ურთიერთობების მიკრო სამყაროს სფეროში. დრამატურგიული თეორიის ადრეულ ვერსიებში, გოფმანი ნორმებს განიხილავდა როგორც სტრატეგიული მოთამაშეების პროექციას. თუმცა, უფრო გვიანდელ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»